logo_geo
eng_logo
„რუსთავი 2“-ის 50 %-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე გახდა!
- +

25 სექტემბერი. 2018. 03:44

 

 

საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ ნაყოფია შპს „ტელეკომპანია საქართველოს” 50%-იანი წილის მფლობელი გახდა, რომელიც, თავის მხრივ, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის 51%-იან წილს ფლობს. აღნიშნული ინფორმაცია ,,პირველს“ არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაუდასტურა და ნაყოფიას რუსეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

 

,,ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნიკოლოზ ნაყოფიას მიერ შ.პ.ს. ,,საქართველოს“ წილის შესყიდვა ,,რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს”, – განაცხადა გვარამიამ.

 

ბლოგერი ლევან გობრონიძე ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

“საინტერესო რამ მოხდა “რუსთავი2”-ში. იმდენი იძახა მისმა დირექტრომა პრორუსული, რუსეთი და რუსეთუმეო, რომ არც მეტი არც ნაკლები, მათი მფლობელი, რომელმაც არხის 50-პროცენტიანი წილი შეისყიდა რუსეთის და საქართველოს მოქალაქე, ნიკოლოზ ნაყოფიაა - ბიზნესმენ კობა ნაყოფიას შვილი. ახლა გამოვიდეს ნიკა გვარამია, გამოაცხადოს არხზე საგანგებოდ, რომ ის არ ითანამშრომლებს რუსეთის მოქალაქესთან და იყვიროს, რომ პატრიოტია!!!  მაგრამ ამას ნაკლებად ველოდები. ისე ნირწამხდარმა კი გააკეთა კომენტარი და თქვა, ჩემი კომპეტენცია არ არის ტელევიზიის წილების საკითხიო. არც მედიას ამოუღია ხმა და კითხვაც არ დასმულა, სხვას რომ პრორუსულებს ეძახიან და მათი მფლობელი პირდაპირ რუსეთის მოქალაქე რომ არის..  ახლა ვინ არის რეზიდენტი, თქვენ თუ მე?.. განა რამე სასწაულია, რუსეთის მოქალაქე რომ არის, უბრალოდ სხვის თვალში ბეწვს რომ ხედავთ და საკუთარში დირეს ვერ ამჩნევთ, ამაშია საქმე“.– წერს ლევან გობრონიძე.

 

სააგენტო "მეტრონომის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და პარტიული სიით პარლამენტის დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის მფლობელი გახდა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 9 აგვისტოს გაფორმდა, საჯარო რეესტრში კი 10 აგვისტოს დარეგისტრირდა.

 

ნაყოფია გახდა შპს ტელეკომპანია საქართველოს 50-პროცენტიანი წილის მფლობელი. შპს ტელეკომპანია საქართველო თავის მხრივ ფლობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51-პროცენტიან წილს.

 

ნაყოფიამ ძმები ყარამანიშვილებისგან, რომლებიც ერთად ტელეკომპანია საქართველოს 100-პროცენტიან წილს ფლობდნენ, კომპანიის წილები 4 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიიღო. ნახევარი მილიონი ნაყოფიას 2018 წლის 10 აგვისტოს, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის უნდა გადაეხადა, დარჩენილი 3,5 მილიონი დოლარი კი სამ წელში.

 

რუსთავი 2-ის მფლობელები არიან

 

ლევან ყარამანიშვილი — 22%;

 

გიორგი ყარამანიშვილი — 18%;

 

ნინო ნიჟარაძე — 9%;

 

ტელეკომპანია საქართველო — 51%.

 

ტელეკომპანია "საქართველოს" მფლობელები არიან

 

ლევან ყარამანიშვილი — 25%;

 

გიორგი ყარამანიშვილი — 25%;

 

ნიკოლოზ ნაყოფია — 50%.

 

ნიკა გვარამია კი ამბობს, ეს სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენსო, მაგრამ "რავარია", პატრონად რუსეთის მოქალაქე რომ გყავს და სხვას ლანძღავ, შე რუსეთუმე-ვო?! გაქვს კი ამის შემდეგ სხვისი გაკიცხვის მორალური უფლება?! ალბათ, არა!

 

გვარამიამ ცხელ გულზე თავის "ფეისბუქგვერდზე" ასეთი რამეც დაწერა: მე ვარ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და "რუსთავი 2"-ის 50 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის (მოქალაქის) მიერ.

 

არადა, "რუსთავი 2" დიდხანია ოკუპირებულია რუსეთის ინტერესების გამტარებელთა მიერ!!!

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner