logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე დასასწრებად მოსაწვევები პირველ რიგში პარლამენტში დაიგზავნა!
- +

13 მაისი. 2016. 15:33



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე დასასწრებად მოსაწვევები  პირველ რიგში პარლამენტში დაიგზავნა.


აღმასრულებელი მდივნის განმარტებით,  მოსაწვევები ასევე დაეგზავნათ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარტიებს.


„პარტიის ყრილობა ძალაშია. 14 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება პარტიის რიგით მეოთხე  ყრილობა. რაც შეეხება მოსაწვევების თემას, არ ვიცი, რა საფუძველი აქვს ამ ყველაფერს. რეალურად, მოსაწვევი დაეგზავნა ყველა ადრესატს. პირველ რიგში მოსაწვევები დაიგზავნა პარლამენტში- ჩვენს ფრაქციაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner