logo_geo
eng_logo
გულგრილობაში ბრალდებული ბაგა-ბაღის აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- +

25 სექტემბერი. 2018. 14:21

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურეობრივი გულგრილობის და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე ქალაქ თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი ა.გ. და აღმზრდელის თანაშემწე მ.ვ. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ა.გ.-მ და აღმზრდელის თანაშემწემ მ.ვ.-მ დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და უმეთვალყურეოდ დატოვეს სამი წლის აღსაზრდელი, რომელიც  ღია ფანჯარასთან მივიდა და მეორე სართულიდან გადავარდა, რის შედეგადაც  მცირეწლოვანმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

 

ა.გ.-ს მათ და მ.ვ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე  იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი,) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.გ. და მ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 3 წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner