logo_geo
eng_logo
ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გვირაბის აღდგენისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა
- +

24 თებერვალი. 2016. 11:57



ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გვირაბის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა.



მთავრობის განკარგულების თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, თბილისის მერიას მიეცა უფლება, თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული ფოლადის კონსტრუქციის მე-7 გვირაბის და მისი სათავისის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.



ამ მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 550 000 ლარი გამოიყოფა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner