10 მაისს თბილისის ხელოვნების სასახლეში მეოცე საუკუნის ლეგენდარული მოცეკვავის, მარის ლიეპას უნიკალური ფოტოებისა და სასცენო კოსტიუმების გამოფენა გაიმართა.
ფესტივალ „ქართული სულის" ფარგლებში რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი პრიმა ბალერინა ილზე ლიეპა და ბალეტის სოლისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროდიუსერი და რეჟისორი ანდრის ლიეპა დაჯილდოვდნენ.
ანდრის და ილზე ლიეპებს „KTW ჯგუფმა" უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში არტისტები კომპანიის საქმიანობას გაეცნენ, მის აქტივობასა და ჩართულობას ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში.
წყარო: ფესტივალი „ქართული სული“