logo_geo
eng_logo
კობა ბუჩუკური: შალვა ნათელაშვილი საქართველოს მთელ მსოფლიოში არცხვენს!
- +

12 მაისი. 2016. 15:43


 

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1998-2002 წწ) კობა ბუჩუკური გაზეთ „საერთო გაზეთთან" საუბრისას ამბობს, რომ შალვა ნათელაშვილის სახით ჩამოყალიბდა მაბეზღარათა კლანი, რომელსაც სურს საქართველოს ნგრევა.


„დღეს „ნაციონალური მოძრაობა" და ლეიბორისტული პარტია მისი წინამძღოლი შალვა ნათელაშვილის სახით ჩამოყალიბდა მაბეზღებელთა კლანად, რომელსაც სურს საქართველოს ნგრევა. კარგად მახსოვს თბილისის თვითმმართველი ერთეულის არჩევნები 1998-99 წლებში, როცა რამდენიმე პოლიტიკური ძალა მოვიდა მმართველობაში. მათ შორის იყვნენ ლეიბორისტებიც და ნაციონალებიც. ეს იყო პირველი უსინდისო პოლიტიკური გარიგება, როცა უმცირესობაში მყოფმა სააკაშვილმა მხარდაჭერა მიიღო გამარჯვებული ლეიბორისტებისგან. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ძალიან დიდი სიხარულით დაუთმო მაშინ შალიკო ნათელაშვილმა ადგილები სააკაშვილს?! ვფიქრობ, ამ საქმეში გარკვეული რაოდენობის თანხა ჩაერია. მერე იყო და, 2007-ში ნათელაშვილი გამოთქვამდა უდიდეს სურვილს - ოღონდ ივანიშვილი დამთანხმდეს, რომ იყოს პრემიერ-მინისტრი და მე დავუდგები გვერდით საქართველოს გადასარჩენადო.

 

მე დღეს მესმის, რომ იგივე ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მტარვალს, მაფიოზს ეძახის. როდის იყო გულწრფელი ნათელაშვილი, მაშინ, როცა ივანიშვილს პრემიერობას სთავაზობდა თუ ახლა, სულმოუთქმელად რომ ლანძღავს ივანიშვილს და სამარცხვინო მაბეზღრობით არის დაკავებული?! სხვადასხვა გარიგებით ნაშოვნი ფულით ნათელაშვილი და სააკაშვილი ამერიკელებს და ევროპელებს საქართველოს დასასჯელად აქეზებენ და უდიდეს ქველმოქმედს ცილს სწამებენ...

 

დღეს „ნაცმოძრაობის" მოქმედების „გამპრავებელისა" და მათი სიბინძურეებისგან განმბანელის როლში მოგვევლინა შალიკო  ნათელაშვილი. შალვა ნათელაშვილი დღეს ხელისბიჭად იქცა, რომელიც დადის და საქართველოს მთელ მსოფლიოში არცხვენს", - ამბობს კობა ბუჩუკური.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner