logo_geo
eng_logo
თამარ ბაგრატია: აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რა უწყობს ხელს ჰაერის დაბინძურებას
- +

ავტორი ანა ფერაძე

13 მაისი. 2016. 15:46



გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატიას თქმით, სააგენტო მუდმივად ახდენს მონიტორინგს ჰაერის დაბინძურებაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.



„ფუნქციური სადგური, რომელიც ყველა კომპონენტში ზომავს ჰაერის დაბინძურებას, ვაშლიჯვარშია განთავსებული. გარდა ამისა, გვაქვს სამი ჯიხური: მოსკოვის პროსპექტზე, წერეთლის გამზირზე და კვინიტაძის ქუჩაზე. ასევე, უკვე მესამე კვარტალია, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ინდიკატორული კვლევები.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქცია მონიტორინგია. ჩვენ ვართ სააგენტო, რომელიც ოპერირებს, ვუგზავნით ჩვენს მონაცემებს ყველა შესაბამის უწყებას.

 

იდგმება ნაბიჯები, რომ კარგად დავინახოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და შესაბამისმა სამსახურებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა იზრუნონ პრობლემის არსზე", - განაცხადა ბაგრატიამ.

 

თამარ ბაგრატიამ აღნიშნა, რომ საზოგადოების ინტერესი ჰაერის დაბინძურების მხრივ გაიზარდა. მოქალაქეები დაინტერესებული არიან, რა ხდება ამ მხრივ სხვადასხვა უბნებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რა უწყობს ხელს ჰაერის დაბინძურებას.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner