ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways" მიმდინარე წლის 22 მაისიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას იწყებს ერაყის მიმართულებით. თბილისი-ერბილი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.
უკრაინული ავიაკომპანია „Bravo Airways" 2016 წლის 19 ივნისიდან შეასრულებს ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით, კვირაში 1 სიხშირით. ფრენები გაგრძელდება 18 სექტემბრამდე და მთლიანად ორიენტირებული იქნება ტურისტული ნაკადების საქართველოში ჩამოყვანაზე.
ავიაკომპანია „Fly Dubai" ზრდის ფრენის სიხშირეს დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით და 2016 წლის 8 ივლისიდან საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს კვირაში 14 სიხშირით, ნაცვლად 7 სიხშირისა, ხოლო 30 სექტემბრიდან კი ფრენები აღნიშნული მიმართულებით შესრულდება კვირაში 10 სიხშირით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებზე უკვე გასცა საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები.