logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჩვენ გამოვედით ადამიანის უფლებათა საბჭოდან და არ დავბრუნდებით...
- +

25 სექტემბერი. 2018. 20:05

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჰააგის სასამართლო გააკრიტიკა. მისი თქმით, აშშ-მა უკვე დატოვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო და არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ლეგიტიმურობას.

 

„ჩვენ გამოვედით ადამიანის უფლებათა საბჭოდან და არ დავბრუნდებით, ვიდრე იქ რეალური რეფორმები არ ჩატარდება. ამავე მიზეზით აშშ დახმარებას არ გაუწევს და არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რადგან სისხლის სამართლის სასამართლო არ ფლობს იურისდიქციას, მას არ გააჩნია ლეგიტიმურობა და ავტორიტეტი. სისხლის საერთაშორისო სასამართლო ყველა ქვეყნის მოქალაქეებს ახალ უნივერსალურ იურისდიქციას უწესებს, არღვევს სამართლიანობის ყველა პრინციპს. ჩვენ არასდროს ჩავაბარებთ ამერიკის სუვერენიტეტს გლობალურ ბიუროკრატიას, რომელიც არ არის არჩეული და ანგარიშვალდებული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner