logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: აშშ-ისგან დახმარებას მხოლოდ ჩვენი მეგობრები მიიღებენ
- +

25 სექტემბერი. 2018. 20:54

 

 

აშშ-ისგან დახმარებას მხოლოდ ჩვენი მეგობრები მიიღებენ. ეს განცხადება გაერო-ს გენერალურ დებატებზე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და პირადად მაიკ პომპეო შეისწავლიან აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამას.

 

„აშშ მსოფლიოში ფინანსური დახმარების ყველაზე დიდი გამცემია. ჩვენ მილიონობით დოლარის დახმარებას გავცემთ. სანაცვლოდ ძალიან ცოტა თუ გვეხმარება. სწორედ ამიტომ, მკაცრად გადავხედავთ აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამას. ამ საქმეს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უხელმძღვანელებს. შევისწავლით, რა მუშაობს და რა არა. შევისწვლით იმ ქვეყნებს, რომლებიც იღებენ ჩვენგან დოლარებს და დაცვას. გავარკვევთ, იცავენ თუ არა ისინი ჩვენს ინტერესებს. უფრო მეტიც, ჩვენ დავეხმარებით მხოლოდ მათ, ვინც პატივს გვცემს და მარტივად რომ ვთქვათ, ვინც ჩვენი მეგობარია. ველოდებით, რომ სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ ფინანსურ ვალდებულებას, რომელიც მათ აკისრიათ თავდაცვის სფეროში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner