logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ამერიკას ამერიკელები მართავენ, ჩვენ უარვყოფთ გლობალიზაციის იდეოლოგიას!
- +

25 სექტემბერი. 2018. 20:57

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკას ამერიკელები მართავენ და აშშ-ის უარყოფს გლობალიზაციის იდეოლოგიას. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ დებატებზე გამოსვლისას გააკეთა.

 

მისივე თქმით, გლობალიზაციის ნაცვლად აშშ-ი პატრიოტიზმს ირჩევს.

 

„ამერიკას ამერიკელები მართავენ, ჩვენ უარვყოფთ გლობალიზაციის იდეოლოგიას და ავირჩიეთ პატრიოტიზმის დოქტრინა. ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი, არა მხოლოდ გლობალური მმართველობისგან, არამედ დომინირების ახალი ფორმებისგან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ენერეგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომა აშშ-ი მზადაა ენერგორესურების ექსპორტისთვის.

 

„აშშ-ში ჩვენ გვჯერა ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობის. ეს ეხება აშშ-სა და ჩვენს მოკავშრეებსაც. ჩვენ ვართ ენერგეტიკული რესურსების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. მზად ვართ ამერიკული ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის ექსპორტი განვახორციელოთ. OPEC-ი და ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მთელ მსოფლიოს ძარცვავენ. მე ეს არ მომწონს. არავის არ უნდა მოსწონდეს. ბევრ ამ ქვეყანას ისე ვიცავთ, რომ სანაცვლოდ არაფერს ვითხოვთ. ისინი კი, ამით სარგებლობენ და ნავთობის ფასებს ზრდიან. ეს არ არის კარგი“, – განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ის ლიდერის თქმით, OPEC-ია წევრმა ქვეყნებმა უნდა შეამცირონ ნავთობის ღირებულება. ტრამპმა ასევე გააკრიტიკა გერმანია, რომელიც ენერგორესურსებს მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან – რუსეთისგან იღებს.

 

„ჩვენ აღარ მოვითმენთ ნავთობზე მაღალ ფასებს. ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ქვეყანას ასუსტებს და ის უფრო მეტად მოწყვლადი ხდება. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ პოლონეთს, რომელიც სათავეში უდგას ბალტიის ნავთობსადენის მშენებლობას. ეს მილსადენი ევროპას რუსეთზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს. გერმანია სულ მალე იქნება სრულად დამოკიდებული რუსეთზე, თუ ის დაუყოვნებლივ არ შეცვლის კურსს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა გაერო-ში გამოსვლის დროს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner