logo_geo
eng_logo
„580 დოლარი ღირს თითო დღე ჰოსპიტალში!“
- +

13 მაისი. 2016. 15:50



შორენა ბეგაშვილის მეგობარი სალომე გველესიანი სოციალურ ქსელში ევას შესახებ უკანასკნელ ინფორმაციას ავრცელებს:

მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ ბავშვის ამბავი. ევა დღეს გამთენიისას გადაიყვანეს თურქეთში. ადმინისტრაცია დაგვთანხმდა, ოპერაცია დაინიშნოს ისე, რომ თანხა მთლიანად არ იყოს დაფარული, მაგრამ ამასობაში ოპერაციისთვის საჭირო ფულის რაოდენობას მგონი თავს ვუყრით (35 000 დოლარი ხერხემლის ოპერაცია და 15 000 მოტეხილობების). რაღაცეები შორენამ გაყიდა, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა, ზოგი საჯაროდ, ზოგიც ჩუმად. ყოველ წუთს მოდიოდა ჩარიცხვის ესემესები, ზოგიერთი ლარს და ორ ლარს რიცხავს და ეს საოცრად გულისამაჩუყებელია. დიდი მადლობა ყველას ამისთვის. 

მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის. ყველაზე ძვირი არა ოპერაცია, არამედ იქ გატარებული თითოეული დღეა. 580 დოლარია თითო დღე ჰოსპიტალში და რამდენი ხანი დასჭირდება იქ ყოფნა - ამის თქმას ჯერ ვერავინ ახერხებს. გთხოვთ, ისე გავაგრძელოთ, როგორც დავიწყეთ".


„საქართველოს ბანკი":
GE57BG0000000642055200

TBC ბანკი:
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)

ბანკი „რესპუბლიკა": 
GE39BR0000010929691997

მიმღები: შორენა ბეგაშვილი


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner