საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნებიდან" წასვლას არ აპირებს.
„მე არსად არ მივდივარ, უბრალოდ, ვთქვი, რომ ჩემთვის ბევრი საკითხი მიუღებელია და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციების გავლა მსურდა. თუ მათ რაიმე არგუმენტი აქვთ, რომელიც მათ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, შესაძლოა, მე ეს გავიზიარო. არ მგონია, რომ ამ ოპტიმიზმის საფუძველი ვინმეს ჰქონდეს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში NATOში მიგვიღებენ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.