დედაქალაქის მერიამ „თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილები შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ადგილები იქნება:
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საკუთარი პროდუქციის წარმოდგენის საშუალება ნებისმიერ ადამიანს ექნება.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილისობა“ წელს, 6-7 ოქტომბერს გაიმართება.