logo_geo
eng_logo
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
- +

13 მაისი. 2016. 16:02



დღეიდან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მემორანდუმის საფუძველზე, გამოკვლევების ჩატარება პერმანენტულ სახეს მიიღებს. დღეს ამ პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა და 3 თვის ვადაში ყველა ვეტერანს ექნება საშუალება, ჩაიტაროს გამოკვლევები. იგეგმება გასვლითი ღონისძებები რეგიონებში, სადაც ექიმები ადგილზე ჩაუტარებენ ვეტერანებს საჭირო გამოკვლევებს და დაიგეგმება შემდგომი მკურნალობა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner