logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: უნდა ავაშენოთ ისეთი სოფელი, რომელიც ადამიანებს კონკურენტებად კი არა, პარტნიორებად აქცევს
- +

26 სექტემბერი. 2018. 12:38

 

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკუთარი მიწისგან ხეირის მიღება ისევ შეგვიძლია და ამის მაგალითები შევქმნათ“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა და სახალხო მოძრაობის „გეორგია - შენი პროექტია“ დამფუძნებელმა ირაკლი შიხიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი სოფელი, რომელიც ადამიანებს კონკურენტებად კი არა, პარტნიორებად აქცევს. ვსაუბრობ ისრაელის გამოცდილებაზე, სადაც კოლექტივზე ორიენტირებული შრომის რაციონალური ორგანიზებით ენერგია სინერგიად გარდაიქმნება, ხოლო სინერგიის ნაყოფი მის შემქმნელებში სამართლიანად ნაწილდება. ეს არის ადამიანთა ისეთი თანაცხოვრება, რომ ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები. ასეთ სოფელში, რომელსაც ისრაელში მოშავი ჰქვია, ხოლო საქართველოში გეორგია დაერქმევა - შრომა ისე იქნება განაწილებული, რომ თითოეულ ადამიანს საათის მექანიზმის შემადგენელი დეტალების მსგავსად, თავისი კონკრეტული ფუნქცია ექნება, რაზეც სხვა დეტალის მუშაობა იქნება დამოკიდებული, ამიტომ დაღალატება გამორიცხულია, რადგან მშრომელები თავად გააკონტროლებენ ერთმანეთს. ასეთი დამოკიდებულება ააღორძინებს თანადგომას, გააღვიძებს ოჯახების თანაცხოვრების და ადამიანების ზნეობრივი ურთიერთობის ქართულ ტრადიციებს და ერთიანობის აუცილებლობას. ადამიანებში აღდგება საზოგადოების მიმართ პატივისცემა. ასეთი კოოპერატიული შრომის პრინციპი დაინერგა ისრაელში ამ ქვეყნის დაარსების დღიდან და უკვე 70 წელია, საზოგადოება დღითი დღე რწმუნდება, რომ შრომის ასეთი განაწილება ყოველმხრივ პროდუქტიულია“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner