logo_geo
eng_logo
პროკურატურა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებული ყველა პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
- +

26 სექტემბერი. 2018. 13:04

 

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა ერთ-ერთი ბრალდებულის, ნათელა მამულაშვილის მონაწილეობის გარეშე გრძელდება. ამ ეტაპზე მამულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა და შესაბამისად, ის სხდომაში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებს.

 

ამ წუთებში პროკურორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას აყენებს და ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

 

პროკურორმა საქმის გარკვეულ გარემოებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა აფთიაქებში ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესყიდვა და ეს დაფიქსირებულია ვიდეო-აუდიოჩანაწერებში. პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა ასევე განმარტა, რომ საკონტროლო შესყიდვების განხორციელების შემდეგ დაფიქსირდა შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცხელ ხაზზე, თუმცა, პროკურორის თქმით, ამ შეტყობინებებზე რეაგირება სააგენტოს ხელმძღვანელის გია თვალავაძის მითითებით არ მომხდარა.

 

ამასთან, თვალავაძის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებისას გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე, ვინაიდან მოწმეების უმეტესობა სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები არიან, რომელთა უშუალო ხელმძღვანელიც სწორედ გია თვალავაძეა.

 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ, პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner