logo_geo
eng_logo
ანდრეს მამიკინსი: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ხელში ჰქონდეს დემოკრატიის მართვის სადავეები
- +

26 სექტემბერი. 2018. 16:13

 

 

„ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს, და არა მთავრობას, ხელში ჰქონდეს დემოკრატიის მართვის სადავეები“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

„თავს საქართველოს მეგობრად ვთვლი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან კრიტიკული ვარ, რადგან მინდა, თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს. ანგარიშში უამრავი ცვლილება შევიტანეთ, რომლებიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ საკითხებში ევროპის უმაღლეს სტანდარტებს დაეწიოთ. ამით საქართველო მხოლოდ წინ წავა, რაც საბოლოოდ მიგიყვანთ კიდეც ევროკავშირის წევრობამდე. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს, და არა მთავრობას, ხელში ჰქონდეს დემოკრატიის მართვის სადავეები. ქართველები ყოველთვის პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ. გაოცებული ვიყავი თბილისში ვიზიტისას, ტაქსის მძღოლმაც კი ჩინებულად იცოდა, რას წარმოადგენდა ასოცირების ხელშეკრულება. ეს ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობით საქართველოს თითოეული მოქალაქეა დაინტერესებული. ყველა საკითხი, რომელთაც საქართველოსთვის მნიშვნელოვნად ვთვლით, დაფიქსირებული იქნება ჩვენს ანგარიშში. მე საქართველოს ექსპერტობას ვერ დავიბრალებ, პირველად ვესტუმრე თქვენს დედაქალაქს, ვესაუბრე უამრავ ქართველს და ვეცადე, რაც შეიძლება მეტი წამეკითხა თქვენი ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე“, - განაცხადა ანდრის მამიკინსმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner