logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლება ბევრ კარგ რამეს აკეთებს, მაგრამ ხალხმა არ იცის
- +

26 სექტემბერი. 2018. 16:20


„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პიარის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, როგორ მუშაობს პიარი, ვის ჰყავს ძლიერი პიარკამპანია დღევანდელ ხელისუფლებაში და რა შედეგს იძლევა „მოლაპარაკე თავების“ ეფექტი.

„პიარი ხომ რეკლამის ნიშნებს ატარებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, პიარში რამდენად ტყუი. შეიძლება, ადამიანი ისეთი სიმპათიური არ არის, როგორსაც წარმოაჩენ, მაგრამ თუ ძალიან აჭარბებ, შენი სიტყვა უფასურდება. წინა ხელისუფლებასაც ეს დაემართა. იმდენად იყო გადართული პიარზე, რომ მერე მისმა პიარმა ძალა დაკარგა. დღევანდელ ხელისუფლებას მეორე უკიდურესობა აქვს. დასაწყისში ჩათვალა, რომ მის შესახებ მისი საქმეები ილაპარაკებდა და პიარი არ სჭირდება. დღევანდელი ხელისუფლება ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ხალხმა არ იცის. პიარის შეცდომაა ისიც, რაც ამ დღეებში მოხდა - როდესაც ცხვირწინ საპრეზიდენტო არჩევნებია, ხელისუფლებას მარიხუანას ექსპორტზე გატანის თემა არ უნდა წამოეჭრა. ძნელი იქნება ხალხის დარწმუნება იმაში, რომ მარიხუანას ოფიციალური გაყიდვიდან შემოსავალი წამლებისა და კოსმეტიკისთვის უფრო დიდი იქნება, ვიდრე ის რისკი, რაც შეიძლება მარიხუანასთან იყოს დაკავშირებული“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

საყვარელიძემ „კვირის პალიტრასთან“ აღნიშნა, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ყველაზე ძლიერი პიარკამპანია დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ჰყავს, რადგან ის თითქმის ყოველ დღე რაღაც ინიციატივით  ჩანს მედიასივრცეში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner