logo_geo
eng_logo
ბერძენიშვილები უსუფაშვილის წინააღმდეგ - დაპირისპირება „რესპუბლიკელებში“
- +

13 მაისი. 2016. 16:24



რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკური პარტიის მთავარ კომიტეტზე ერთმანეთს ძმები ბერძენიშვილები და დავით უსუფაშვილი დაუპირისპირდნენ.


ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით თამაზ მეჭიაურის პირველ ცნობილ განცხადებასთან დაკავშირებით ბერძენიშვილებმა პარტიას მთავრობაში მინისტრების პორტფელების დატოვება, უსუფაშვილს კი პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა მოსთხოვეს, რაზეც უსუფაშვილი წინააღმდეგი წავიდა.


უსუფაშვილის წინააღმდეგობას, წყაროს ინფორმაციით, ბერძენიშვილების მხრიდან ხმამაღალი საუბარი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი პარტიას შეახსენა, რომ მას ივანიშვილი „ოცნების" თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რაზეც პარტიის დაშლის აცილების გამო თავი შეიკავა.


ამავე წყაროს ინფორმაციით, ბერძენიშვილებს ნაწილობრივ მხარი დაუჭირა პაატა ზაქარეიშვილმა და სწორედ ამის გამოძახილი იყო სახელმწიფო მინისტრის ხმაურიანი განცხადება მეჭიაურთან დაკავშირებით, რასაც ბერძენიშვილის განცხადება მოჰყვა, როდესაც მან ღია მოწოდებით მიმართა ყოფილ პრემიერ ივანიშვილს და მოქმედ პრემიერ კვირიკაშვილს.


ბერძენიშვილებსა და უსუფაშვილს შორის მომხდარ უთანხმოებაზე საუბრობს უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძეც, რომელიც „ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:


„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, დავით უსუფაშვილსა და ძმებ ბერძენიშვილებს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. ბერძენიშვილები უსუფაშვილისგან ითხოვდნენ, დემარშით დაეტოვებინათ მინისტრის პორტფელები რესპუბლიკური პარტიის წევრებს. საქმე ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დავით უსუფაშვილმა დატოვოს პარტია და მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების" რიგებში ვიხილოთ. უსუფაშვილმა კარგად იცის, რომ რესპუბლიკური პარტია მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდება", - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner