საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილებას - წავიდეს პოლიტიკაში, აფასებს.
„პატივს ვცემ ბატონ პაატა ბურჭულაძე, როგორც მომღერალს, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი პოლიტიკაში მისი მისწრაფებების მიმართ. მას ჰქონდა მცდელობა, რომ ჩვენ დაგვდგომოდა მხარში და ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებდით ამ თანადგომას, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ დავაკმაყოფილეთ ის პირობები, რომელიც მას სჭირდებოდა „ქართული ოცნებისგან". მაპატიოს ბატონმა პაატამ, ის არ არის პოლიტიკოსი და ვერ შედგება პოლიტიკოსად, რაც უნდა მოინდომოს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.