logo_geo
eng_logo
კვიპროსის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირა
- +

26 სექტემბერი. 2018. 21:21

 

 

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, ქრიზოსტომოს II-მ მხარი დაუჭირა უკრაინის ავტოკეფალიას. ამის შესახებ კვიპროსში უკრაინის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ გამოთქვა უკრაინის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა უკრაინის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ეკლესია“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კვიპროსში უკრაინის ელჩ ბორის გუმენიუკის და არქიეპისკოპოსის შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიასაც.

 

შეგახსნებთ, მსოფლიო პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner