საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს პაატა ბურეჭულაძის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. ამის შესახებ კობახიძემ ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გააქტიურება კითხვის ნიშნებს აჩენს.
„სამწუხაროა, რომ პაატა ბურჭულაძე, საკმაოდ ცნობილი პიროვნება ჩვენი ქვეყნისთვის, დღეს ხედავს რაღაც პრობლემებს, გამოდის ხმამაღალი განცხადებებით და თვლის, რომ სწორედ ახლა დადგა მისი პოლიტიკურად გააქტიურების დრო, იმიტომ, რომ თურმე, ქვეყანა ინგრევა და ამ დროს, მთელ იმ წინა პერიოდში, რომელიც უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მას არავითარი წუხილები არ ჰქონდა. თურმე, მისთვის უფრო მისაღები გამოდის ის 9 წელი. მე სამწუხაროდ, მაშინ მისი პოზიცია არ გამიგია. არაგულწრფელობას ვხედავ მის გამოსვლაში და ასევე მგონია, რომ ის ვიღაცის დავალებას ასრულებს",- განაცხადა კობახიძემ.