logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაეგზავნათ
- +

13 მაისი. 2016. 17:24



კოალიცია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების" ხვალინდელ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევები ყოფილ პრემიერ-მინისტრებს ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაეგზავნათ.



მოსაწვევები, რა თქმა უნდა, პარტიას გაგზავნილი აქვს როგორც ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის - ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ასევე პარტიის ყოფილი თავმჯდომარისთვის, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ორივე დაესწრება ყრილობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner