საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლუკა კურტანიძე სოციალური ქსელის მეშვეობით პაატა ბურჭულაძეს მიმართავს.
„ბატონ პაატა ბურჭულაძის განცხადებას /ხალხი ითხოვს ფონდი პარტიად გადაკეთდეს / ასრულდა ხალხის მოთხოვნა... პაატა პოლიტიკაშია! ბატონო პაატა, სანამ ერის კაცზე ბიძინა ივანიშვილზე იგავით რამეს იტყვით, ცოტა სინდისს დააყოლეთ ძალა და არ დაემგვანოთ სააკას მონებს! პოლიტიკაში თუ მოდიხართ, არის საკითხები, რომელიც უნამუსობაზე არ გადის და შესაძლებელია, ისე იყოთ ქართულ პოლიტიკაში!" - წერს ლუკა კურტანიძე „facebook"-ზე.