logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: წელს მასშტაბური გამწვანებითი ღონისძიებები იგეგმება
- +

24 თებერვალი. 2016. 12:01



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცახადა, რომ წელს მასშტაბური გამწვანებითი ღონისძიებები იგეგმება. მისი თქმით, უკვე შერჩეულია ტერიტორიები სადაც დაირგვება გარკვეული რაოდენობის ნარგავები.



ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მახათას მთის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ოქროყანის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, სადაც მოიჭრა გამხმარი და დაავადებული ხეები და ახლა დაიწყება ტყის აღდგენითი ღონისძიებები. დაირგვება როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები. რაც შეეხება ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, მნიშვნელოვანია, რომ მაგისტრალების გასწვრივ სკვერებსა და პარკებში დაირგვება ტანმაღალი ხეები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დავალება მისცა, რომ საგაზაფხულო რგვების ფარგლებში დაგეგმილი გამწვანებითი ღონისძიებების შესახებ უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაცია მოამზადოს და საზოგადოებას წარუდგინოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner