ავტორი ალა გრიგალაშვილი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის თანამდებობაზე განაცხადი ამ დროისთვის 4 კანდიდატმა გააკეთა.
„რეგისტრაცია 18:00 საათზე დასრულდება. ამ დროისთვის 4 კანდიდატს აქვს განაცხადი შემოტანილი", - განუცხადეს „რეპორტიორს" თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
ცნობისთვის, კანცლერის არჩევნები უნდა დანიშნოს აკადემიურმა საბჭომ. კანცლერის არჩევნების შესახებ ბრძანებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, აკადემიურმა საბჭომ არაუგვიანეს 10 ივნისისა, სენატს ერთი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს.