logo_geo
eng_logo
თსუ-ს კანცლერის თანამდებობაზე განაცხადი ამ დროისთვის 4 კანდიდატმა გააკეთა
- +

13 მაისი. 2016. 17:50



თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის თანამდებობაზე განაცხადი ამ დროისთვის 4 კანდიდატმა გააკეთა.



 

„რეგისტრაცია 18:00 საათზე დასრულდება. ამ დროისთვის 4 კანდიდატს აქვს განაცხადი შემოტანილი", - განუცხადეს „რეპორტიორს" თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

 



ცნობისთვის, კანცლერის არჩევნები უნდა დანიშნოს აკადემიურმა საბჭომ. კანცლერის არჩევნების შესახებ ბრძანებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, აკადემიურმა საბჭომ არაუგვიანეს 10 ივნისისა, სენატს ერთი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner