logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ბატონი თამაზი მარტო თავის აზრს არ ამბობს...
- +

13 მაისი. 2016. 17:54


 

„მეჭიაურის გადასაწყვეტია, იყოს თუ არა პარტიაში, თუმცა მე არ მიმაჩია, რომ მან პარტია უნდა დატოვოს", - ამის შესახებ „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, NATO-სთან მიმართებაში თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს მხოლოდ მის აზრს და ამგვარი პოზიცია საზოგადოების იმ ნაწილსაც აქვს, რომელსაც ალიანსში გაწევრიანების მიმართ სკეპტიკური მოლოდინები ჩამოუყალიბდა.



„NATO ჩვენთვის არის საშუალება, რომ ქვეყანა გახდეს ძლიერი, იყოს უფრო დაცული. კი ბატონო, ჩვენ მივდივართ NATO-სკენ, მაგრამ NATO დგამ ჩვენკენ ნაბიჯს? მარტო შეშფოთება შეიძლება ვიკმაროთ ჩვენ? ან როდემდე ვიკმაროთ?! ბატონი თამაზი მარტო თავის აზრს კი არ ამბობს, ის ახმოვანებს ხალხის ნაწილის აზრს, რომელიც უკვე ეჭვის თვალით უყურებს NATO-ს დაპირებებს, რომელიც უკვე ცრუ იმედში გადადის. კი, ვაღიარებთ, რომ კარგია დასავლური გზა, მაგრამ მიმაჩია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ, თუ უნდათ, დაგვარწმუნონ, რომ ისინი მართლაც მეგობრები არიან ჩვენი", - განაცხადა პარლამენტარმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner