logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი ეთქვა
- +

27 სექტემბერი. 2018. 13:10

 

 

შეწყალების კომისიამ მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა, რაც პრეზიდენტმა გაიზიარა.

 

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე გასულ კვირას განიხილა.

 

„გიორგი მამალაძის საქმე განიხილა შეწყალების საკითხთა კომისიამ. გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება.

 

ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას.

 

გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისად დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner