logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორი ჩინგიზ ფარზალიევი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
- +

13 მაისი. 2016. 18:00



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათის, აზერბაიჯანის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის კათედრის გამგე, პროფესორი ჩინგიზ ფარზალიევი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.



პრეზიდენტის ჯილდო პროფესორ ფარზალიევს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა ეროვნულ მუზეუმში ორგანიზებულ ღონისძიებაზე დღეს პირადად გადასცა.



თავის მხრივ, ჩინგიზ ფარზალიევმა საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ჯილდოსა და დაფასებისათვის მადლობა გადაუხადა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner