მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური და ტექნიკურ-საკონსულტაციო დახმარების გაწევა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 27 სექტემბერს ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ევროპის საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. მისი პორტფელი 80 მლრდ ევროა. ბანკის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებულია 500 მლნ ევროს ინვესტიცია.
შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ისეთ მიმართულებებს აფინანსებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე საქართველოში ისეთი პროგრამის მეშვეობით, როგორიცაა InnovFin (ევროკავშირი დახმარება ნოვატორებისთვის).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, გაუწიოს არა მარტო ფინანსური დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, მაგალითად, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მეშვეობით, არამედ დაეხმაროს საკონსულტაციო მიმართულებით, რათა ქართველმა ბიზნესმენებმა ხარისხიანი ბიზნესგეგმები მოამზადონ საკრედიტო დაწესებულებებში წარსადგენად.