logo_geo
eng_logo
გიორგი ვაშაძე: მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა, სალომე ზურაბიშვილს ხმას არ აძლევს!
- +

27 სექტემბერი. 2018. 23:30

 

 

გიორგი ვაშაძეს ისევ დაეწყო... წინა არჩევნებზეც ეგრე იყო, გადმოდგებოდა, ერთი ოხრულად გაიზმორებოდა, მერე გემრიელად დააბოყინებდა და იტყოდა: ჰამო, ჰოოოო, მორჩა, საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომა ამ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" ხმას არ აძლევს... ჰოდა, მოვედით, ხალხნო, მოვედით, მარტო გადაფორმებაღა დარჩა, რაააა!

 

ჩაიარა იმ არჩევნებმა, მოვიდა ახალი (საპრეზიდენტო) არჩევნების პერიოდი და კიდო ჩასძახეს, კიდო ჩამოურეკეს ზემოდან, გაქანდა "პირველი არხის" ეთერში და გამოაცხადა:

 

"ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილს ის ხმას არ აძლევს"!

 

რედაქტორის მინაწერი: აბა, ფაქტი, ამხანაგო გიორგი ვაშაძევ? იმ ანეგდოტისა არ იყოს, ფაქტი ტრ...ში ხომ არაა? შენა, კაცო, რამდენი ზემოდან ჩამოგირეკავენ, აუცილებელი კი არ არი, ყველაფერი გამოამზეურო, ხომ ხედავ, უკვე მეხუთედ ასხამთ ბატის ჭუკივით?!

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner