logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს აქვს გამოცდილება, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს
- +

28 სექტემბერი. 2018. 02:59

 

 

„საქართველოს აქვს გამოცდილება, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და ჩვენი ქვეყანა ხშირად ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარჩევის სივრცე, რაც სხვაგან რთული იქნებოდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

 

„რთულ რეგიონში ყოფნის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა მაინც გამორჩეულ ქვეყნად ყოფნას ახერხებს და „თბილისის ფორუმი“ არის შეთავაზება, რომ საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების თემებზე, არამედ სხვა საკითხებზე საუბრის ცენტრადაც ვაქციოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერის გამოსვლას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გუნდში იყო მსჯელობა იმ გზავნილებზე, რომლებიც პრემიერმა მაღალი ტრიბუნიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გააჟღერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner