logo_geo
eng_logo
„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების ახალი ტალღა იწყება
- +

13 მაისი. 2016. 18:31


 

კომპანია „ნატახტარი" მადლობას უხდის ორგანიზაციებს და პიროვნებებს, ვინც „ფონდ ნატახტართან" ერთად მზრუნველობამოკლებული მოზარდებს ასაქმებს და განათლებას აძლევს

 

 

16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" (თბილისი, 26 მაისის მოედანი #1) გაიმართება „ფონდი ნატახტარის" პრესკონფერენცია თანხის შეგროვების ახალი ტალღის დაწყების თაობაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, დაესწრებიან იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კერძო პირები, ვინც ფონდთან ერთად მონაწილეობს მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებისა და დასაქმების სხვადასხვა პროექტში.


სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვლენ, „ფონდი ნატახტარის" განვლილ საქმიანობას და მომავალ გეგმებს განიხილავენ, ამასთან მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ:


  • ჯუნეით არათი - კომპანია „ნატახტარის" გენერალური დირექტორი
  • ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - კომპანია „ნატახტარის" კორპორაციული დირექტორი
  • მანანა ომარაშვილი - ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს" ხელმძღვანელი

პრესკონფერენციის დროს კომპანიის და ფონდის წარმომადგენლები მადლობას გადაუხდიან იმ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, ვინც ფონდის 5-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, ჩართული იყვნენ პროექტ „იზრუნე მომავალზე" განხორციელებაში, რაც მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებასა და განათლებას გულისხმობს.



კომპანია „ნატახტარმა" 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი" და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე" განხორციელება. ყოველ წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად).  5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 587 857 ლარი და 200-ზე მეტ მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

 

  

ნინო სურმავა
577188809
nino.surmava@ge.anadoluefes.com

მაია ტაკაშვილი

577244085

m.takashvili@gepra.ge

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner