logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: ტენდეცია, რაც ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, არის პოზიტიური
- +

28 სექტემბერი. 2018. 13:57

 

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით 2018 წლის 8 თვის საშუალო მაჩვენებელმა 4,8%-მა შეადგინა.

 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, ძირითადად ზრდა დაფიქსირდა საფინანსო სექტორზე, ვაჭრობაზე, ტრანსპორტზე, უძრავი ქონებით ოპერაციების და სასტუმროებისა და რესტორნების დარგში.

 

„მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოში გაზრდილია ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა და შეადგინა 4 387 ახალი საწარმო, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს აღემატება 21,1%-ით და გაზრდილია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რომელმაც შეადგინა 6,1 მლრდ ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს აღემატება 8,8%-ით. ასევე გაზრდილია საბანკო სექტორის მთლიანი გამოშვება და აგვისტოს თვეში შეადგინა 162,1 მლნ ლარი,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ის ტენდეცია, რაც ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით არის პოზიტიური და გვაფიქრებინებს რომ შემოდგომის სეზონიდან გამომდინარე ეკონომიკური აქტივობების გააქტიურებასთან ერთად გაიზარდოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner