logo_geo
eng_logo
„ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით“
- +

13 მაისი. 2016. 18:34



საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ბიზნესფორუმზე Georgia Investor Day.



საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე შეკრებილ წამყვანი ბრიტანული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების ხელმძღვანელ პირებს დეტალურად გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.



მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით კი ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში. ჩვენ გავზარდეთ ჩვენს ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ხოლო წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, საქართველო სტაბილური ქვეყნების კატეგორიაში შედის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ინვესტორებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს და აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.

ბიზნესფორუმს 130 ბიზნესმენი დაესწრო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner