თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას აზრით, 2018 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური მონაცემების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდა, საბოლოო ჯამში, კარგი მაჩვენებლის მიღწევის შანსს იძლევა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი ეკონომიკური ზრდის გასაუმჯობესებლად, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ დარჩენილი პერიოდი ეკონომიკურად საკმაოდ აქტიურია.
„ეკონომიკურად საკმაოდ აქტიური პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის და შესაძლებელია ამ ეკონომიკური ზრდის როგორც შენარჩუნება, ასევე გაუმჯობესება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯერჯერობით ამ წლის შემოსავლები მნიშვნელოვნად უსწრებდა ამ წლის ხარჯებს, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში დაგროვილი თანხები კიდევ იძლევა საშუალებას, რომ წლის ბოლომდე აქტიური ეკონომიკური საქმიანობა განხორციელდეს, უამრავი პროექტი ჩაეშვას და დასრულდეს“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.