logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ბურჭულაძე ბევრს დაკარგავს!
- +

13 მაისი. 2016. 18:50


 

„ჯობდა, პაატა ბურჭულაძე იქ დარჩენილიყო, სადაც იყო", - ამის შესახებ მომღერალ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა.



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბურჭულაძეზე ამბობს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირეა, რის შესახებაც, ნიშნიანიძის თქმით, საზოგადოების უმრავლესობამ იცის.



„პოლიტიკაში მოსვლით ის ძალიან ბევრს დაკარგავს. მათ შორის, ხალხის სიყვარულს. მოსახლეობის 80 %-სთვის პაატა ბურჭულაძე ასოცირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან". ეს არამარტო ჩემი, ეს ხალხის აზრია. სადაც არ ვიყავი, ვისაც არ შევხვდი, ყველა დარწმუნებულია, რომ პაატა ბურჭულაძე არის ამ პარტიის ერთ-ერთი დანაყოფი, ამიტომ რა ხმები უნდა მიიღოს მან?! NDI-ს კვლევებში გამოჩნდა, ვინ იყო ბურჭულაძის მფარველი, როცა მას 75 %-იანი რეიტინგი დაუწერეს. ამიტომ ჩემთვის, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, პაატა ბურჭულაძე არის „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი სახე", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner