logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ძალიან რთულია, ელაპარაკო შვილმკვდარ მამას...
- +

28 სექტემბერი. 2018. 17:24

 


რა უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას ზაზა სარალიძის მიერ დატოვებულ შეკითხვას - „როცა დაჩეხილ შვილს ვერ შველი და სახელმწიფო მკვლელს არ გისახელებს, მაშინ რას გააკეთებდა მამუკა მდინარაძე?“.

„მსგავს თემებზე საუბარი ემოციურად რთულია და კიდევ უფრო რთულია, ელაპარაკო შვილმკვდარ მამას, რომელსაც აქვს კითხვები, მაგრამ ჩვენს გარდა ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც სარალიძემ ახსენა, ვალდებულნი არიან, მივიდნენ და ამ კაცს სიმართლე უთხრან. ჩემი სიმართლიდან გამომდინარე, რომელსაც ამ თვეების მანძილზე ვუყურებდი, ეს ადამიანები სარალიძის ტრაგედიით ძალიან ცუდად მანიპულირებენ, ატყუებენ საზოგადოებას და, პირველ რიგში, ზაზა სარალიძეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner