logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ვისხედით და ველოდებოდით, როდის გადაწყვეტდნენ რევანშს...
- +

28 სექტემბერი. 2018. 17:49

 


პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გადაცემას  „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“  ესტუმრა და ჩადში საფრანგეთის დესპანობის პერიოდი გაიხსენა.



„ძალიან რთული პერიოდი იყო. როცა მარტო ვიყავი, ბავშვები პატარები იყვნენ და საფრანგეთის ხელშეწყობით გადატრიალება მოხდა. ახალი ჯგუფი უნდა შემოსულიყო და ძველები გასულიყვნენ ქალაქიდან.  მაშინ ძველ კოლონიალურ სახლში ვცხოვრობდი, რომელიც მთელ ქალაქში საფრანგეთის წარმომადგენლის სახლად იყო ცნობილი. საღამოს მირეკავენ, რომ წადი სახლში და ამ საღამოს თქვენთან დაცვა და სამხედროები არ იქნებაო. ბავშვების მომვლელ ქალთან ერთად ყავა მოვიმარაგეთ და  ბაღში დავსხედით, ვუყურებდით, როგორ გადიოდნენ ქალაქიდან და ველოდებოდი, როდის გადაწყვეტდნენ რევანშს, თუმცა ძალიან გამიხარდა, რომ 6 საათზე მზე ამოვიდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner