logo_geo
eng_logo
მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

28 სექტემბერი. 2018. 18:12

 

 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ს. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიალაში, ი.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ი.ს. იმავე დღეს ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით  (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner