logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ერთხელ სააკაშვილს კაბინეტში ვუთხარი…
- +

28 სექტემბერი. 2018. 18:43

 


საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდიდან მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისტორია გაიხსენა.

„წარმატებებთან ერთად დაძაბული და საინტერესო მომენტებიც იყო. ერთხელ მიშას კაბინეტში შევედი, საუბარი დავიწყეთ და რაღაც მომენტში ვუთხარი, ვიცი, არ უნდა მეთქვა,  ხომ არ გაგიჟდით-მეთქი. ამაზე მართლა გაგიჟდა და ვხედავ, რომ ან უნდა მეცეს, ან საფერფლე აიღოს და უცებ თავი დაიჭირა, აივანზე გავარდა და 10-15 წუთის შემდეგ დამშვიდებული შემოვიდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner