logo_geo
eng_logo
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მაყურებელი“... - დედის წერილი ილია მეორეს
- +

28 სექტემბერი. 2018. 21:06

 

 

პატრიარქის პირადი არქივიდან, დედის წერილი კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს:

 

„მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფას, ოქროს და ბრილიანტს. შევნატრი ღმერთს შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, ჩემო გულო.

ეხლა მივიღეთ შენი დეპეშა, რომელშიც იწერები, როგორ ჩახვედითო, ჩვენ კარგად ჩავედით, ორი დღე მცხეთას დავრჩით, მერე სუყველანი ერთად წამოვედით...

მოკითხვა ყველას, შენს კეთილებს და შენს

ერთგულს ქართველებსაც და რუსებსაც.

კარგად იყავ, ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვთხოვ და ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისაგან.

გწერს შენი დედაი, შენი გზის მაყურებელი"...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner