ავტორი ანა ფერაძე
„რეპორტიორი" ქუჩის გამოკითხვით შეეცადა გაეგო საზოგადოების აზრი, თუ რას ფიქრობენ, რა სახელით შევა „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ისტორიაში:
ტრისტან ხალიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" კარგად რომ არ შევა ისტორიაში, ეს არჩევნებმაც დაადასტურა.
ივანე შარვაშიძე: უარყოფითად შევლენ, სამწუხაროდ.
რეზო ბოჭორიშვილი, პენსიონერი: „ნაციონალები" ისე შევლენ ქვეყნის ისტორიაში, როგორც ქვეყნის დამაქცევრები.
ვასო მაჭარაშვილი, ინჟინერი: ვერ გეტყვით, ისტორიაში „ნაციონალური მოძრაობა" რა სახელით შევა, მაგრამ რა სახელით წავიდა, ეს ყველა იცის. ასე რომ, კარგს ვერაფერს გეტყვით.
ტარიელ ბარათაშვილი: ცხრა წელს თუ გადავხედავთ, იყო კარგიც და ბევრი ცუდიც. დრო განსჯის ალბათ.
ბეჟან შუბითიძე, მწერალი: ნებისმიერ პარტიაში არის დადებითი და უარყოფითი.
ლალი დალაქიშვილი, ფილოლოგი: ჰქონდათ, რა თქმა უნდა, შეცდომები, მაგრამ ძალიან ბევრი კარგიც გააკეთეს „ნაციონალებმა".
ამირან ბალავაძე, პენსიონერი: „ნაციონალური მოძრაობა" ისეთი მოძრაობაა თავისი გამოთქმით, რომ ყოველთვის შევა ისტორიაში.