logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: ალბათ მე-2 ტური იქნება, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს
- +

29 სექტემბერი. 2018. 00:34

 

 

სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე სულ სხვა შედეგები დაიდება, – ასე აფასებს ბიგვავა „აიპრესთან” „რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას.

 

„კომპანია, რომელმაც ეგ კვლევა ჩაატარა, ადრეც ჩაატარა წინასაარჩევნო კვლევა და მერე რეალობაში სულ სხვა შედეგი მივიღეთ. იგივე სიტუაცია შეიძლება განმეორდეს ახლაც. უფრო სწორად დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაცია განმეორდება ნამდვილად.

 

დავუშვათ, რომ ტიპოლოგიურად იყოს წინ რომელიმე კანდიდატი რამდენიმე პროცენტით, მერე ზურაბიშვილი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს განვითარების მეტი რესურსი აქვს. ფსიქოლოგიაში არის ასეთი ცნება. ზურაბიშვილს განვითარების ეს რესურსი აქვს ძალიან მაღალი. ამათ (ვაშაძესა და ბაქრაძეს) არ აქვს ეს რესურსი.

 

ალბათ მეორე ტური იქნება, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება გარანტირებული აქვს”, – ამბობ ბიგვავა.

 

კითხვაზე, რატომ ფიქრობს, რომ ვაშაძესა და ბაქრაძეს განვითარების რესურსი არ აქვს? – პასუხობს:

 

„იცით რა? მაგათი რესურსი ამოწურულია მათი ბეგრაუნდიდან გამომდინარე. მაგათი შედეგი ყველა არჩევნებზე ვიცით და არაფერი არ მომხდარა ისეთი, რაც მაგათ რეიტინგს მოუმატებდა. ძალიან პატარა შანსია, რომ მათი რეიტინგი მოიმატებდა”, – განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.

 

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია “Edison Research”-მა სოციოლოგიური კვლელვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 15% უჭერს მხარს და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. კვლევის თანახმად პირველ ადგილზე გრიგოლ ვაშაძეა 22%-ით, ხოლო დავით ბაქრაძეს 18% აქვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner