ავტორი ალა გრიგალაშვილი
საპარლამენტო უმავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, პოლიტიკოსებმა, რომლებიც არ ეთანხმებიან ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, „ქართული ოცნება" უნდა დატოვონ. ამის შესახებ „რეპორტიორთან" ქანთარიამ თამაზ მეჭიაურის განცხადებების შეფასებებისას ისაუბრა:
„მეჭიაურმა მგონი გარკვევით თქვა, რომ ემიჯნება პარტიას; თქვა, რომ ჯერ არა, მაგრამ კონსულტაციების გავლის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებასო. ასე რომ, ამაზე საუბარი აღარ ღირს. მას თავის აზრი, დამოკიდებულება, პოზიცია აქვს და ამ პოზიციას მიჰყვება. გუნდში არის საგარეო მიმართულებით მკვეთრად გამოხატული ხაზი, თუ ვინმე მას არ ეთანხმება, ის, ბუნებრივია, უნდა გავიდეს პარტიიდან და თავისი მოღვაწეობა სხვაგან გააგრძელოს. ეს ელემენტარული ლოგიკაა", - განაცხადა დეპუტატმა „რეპორტიორთან" საუბრისას.