logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: ჯაფარიძე საინტერესო კაცია, ტოტალიზატორში გააკეთოს რეიტინგზე ფსონი, მაგრამ წააგებს!
- +

29 სექტემბერი. 2018. 02:28

 

 

სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა დარწმუნებულია, რომ თუ ზურაბ ჯაფარიძე თავის რეიტინგთან დაკავშირებით ტოტალიზატორში ფსონს გააკეთებს, წააგებს. ამის შესახებ ბიგვავამ „აიპრესთან” იმ რეიტინგებზე კომენტირებისას თქვა, რომელიც „რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარდა.

 

„დავით უსუფაშვილის მიმართ ჩემი სიმპათიის მიუხედავად მისი დაბალი რეიტინგი გასაკვირი არ არის. მას ყოველთვის დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ეს ბევრი რაღაცით არის განპირობებული”, – ამბობს ბიგვავა.

 

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის დაბალ რეიტნგსა და „გირჩის” შეთავაზებაზე, რომ ტოტალიზატორში დადონ ფსონი ჯაფარიძის რეიტინგებზე, სადაც მინიმალური ფსონი 1000 ლარი უნდა იყოს: „თუ ჯაფარა 5%-ზე ნაკლებს მიიღებს, იგებთ თქვენ”.

 

ამაზე ბიგვავა ამბობს: „საინტერესო იდეაა, საინტერესო კაცია. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სასაცილო რაღაცა თქვა. ტოტალიზატორში თუ შეუძლია ფსონის გაკეთება, გააკეთოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წააგებს”, – გვითხრა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

შეგახსენებთ, „რუსთავი 2”-ის დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა სოციოლოგიური კვლელვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 15% უჭერს მხარს და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. კვლევის თანახმად პირველ ადგილზე გრიგოლ ვაშაძეა 22%-ით, ხოლო დავით ბაქრაძეს 18% აქვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner