logo_geo
eng_logo
ბათუმში დედის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
- +

29 სექტემბერი. 2018. 02:30

 

 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც დედის დაჭრაშია ბრალდებული. ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 11-პრიმა-117-ე მუხლით.

 

ჯერჯერობით უცნობია კონფლიქტის მიზეზი. შემთხვევა ბათუმში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 50 წლის ქალი ყელის არეშია დაჭრილი. დაშავებული სასწრაფო დახმარებამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner