logo_geo
eng_logo
საკრებულომ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლა
- +

13 მაისი. 2016. 21:46



თბილისის საკრებულოს ინიციატივით და პარტნიორი ორგანიზაციების, თბილისის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „დინამოს" თასების მფლობელთა თასის გამარჯვების 35 წლის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა.


ღონისძიების ფარგლებში თბილისი არენაზე 1981 წლის თბილისის „დინამოს" ნაკრების წევრებისთვის მემორიალური დაფა გაიხსნა, რის შემდეგაც ვეტერანი ფეხბურთელები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.


გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში თბილისის „დინამოს" 1981 წლის ფეხბურთელთა და ფეხბურთის გულშემატკივართა მიღება გაიმართა. მიღებაზე ფოტოგამოფენა და საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. ორგანიზატორებმა ვეტერან ფეხბურთელებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცეს.


საღამოს სპორტსმენებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს" პრეზიდენტი, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner